რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ზარიამ პაფოსთან მატჩში?
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ალმაატის ქაირათმა პაფოსს უმასპინძლა. ყაზახურმა გუნდმა ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი გამართა და სადებიუტო ქულა მოიპოვა. ტურნირის დებიუტანტების მატჩში უგოლო ფრე (0:0) დაფიქსირდა.
შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ზარია, რომელმაც ნახევარ საათზე მეტი დრო ითამაშა და 6.8 შეფასება დაიმსახურა.
ალმაატის ქაირათს 3 ტურის შემდეგ ქულათა მინიმალური რაოდენობა აქვს და ლიგის ფაზაში ადგილს გადათამაშების ზონის მიღმა იკავებს, შემდეგ მატჩს ყაზახური გუნდი 9 დეკემბერს, პირეოსის ოლიმპიაკოსთან სტუმრად გამართავს.