ლა ლიგაში | გიორგი ქოჩორაშვილის ესპანური ვარიანტი
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნება ლა ლიგის წარმომადგენელ ლევანტეს სურს.
გუნდი, რომელიც ლა ლიგა2-დან ესპანეთის ელიტარულ დივიზიონში სწორედ 26 წლის ქართველის ლიდერობით აღზევდა, ქოჩორაშვილის დაბრუნებას ლისაბონის სპორტინგიდან ცდილობს.
Sin Tregua Oficial რომელიც ვალენსიური გუნდის სიახლეებს აქტიურად აშუქებს, წერს, რომ ლევანტეს ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება იჯარის წესით სურს, მაგრამ პორტუგალიის გასული ორი სეზონის ჩემპიონი გუნდი საპირისპირო აზრზეა. ლომებს ქართველი ნახევარმცველის გაშვება არ სურთ.
გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგში 2025 წლის ზაფხულში სწორედ ლევანტედან გადაბარგდა და რამდენჯერმე გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა, მაგრამ გასულ პერიოდში, მთავარი მწვრთნელი, რუი ბორჟესი მას მიზერულ ნდობას უცხადებს. ამ სეზონში, გიორგი ქოჩორაშვილს 14 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.