Belive

"კვარას და ოსიმენის თამაშის შანსი დაბალია" - იტალიური მედია ნაპოლის სეზონის პირველ მატჩზე საუბრობს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

20 ივლისს იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" დიმაროში მიმდინარე წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

იტალიის აწ უკვე 3-გზის ჩემპიონი ნახევრადსამოყვარულო კლუბ "ანუანე ვალ დი ნონს" დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით არ ითამაშებს, ისევე როგორც წინა სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი და ის ფეხბურთელები, რომლებიც 22 წლის ქართველი ვარსკვლავის მსგავსად გუნდის შეკრებას მოგვიანებით შეუერთდნენ. ასეთები ალექს მერეტი, ამირ რაჰმანი, ლეო ოსტიგორი, პიოტრ ზიელინსკი, ჯაკომო რასპადორი, სტანისლავ ლობოტკა და ელიფ ელმასი არიან.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები