"კვარაცხელიას და ნაპოლის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან" - იტალიელი ჟურნალისტი
5 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელევიზიის, RAI-ის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც აღნიშნავს, რომ გუნდის შეთავაზებას ქართველის მხარე არ ეთანხმება.
"ნაპოლისა" და კვარას წარმომადგენლებს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. გუნდი არ აპირებს, რომ შეთავაზებულ 6 მილიონ ევროს გადააჭარბოს. ზაფხულში, კვარაცხელიას მხარემ "პსჟ-ს" უარი განუცხადა, შემოთავაზებას, რომელიც ყოველწლიურად, გარანტირებული ხელფასის სახით 13 მილიონ ევროს სთავაზობდა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მოთხოვნას, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს სურთ, რომ ფეხბურთელმა 10 მილიონთან ახლოს მყოფი ხელფასის შეთავაზება მიიღოს.
ვფიქრობ, მათ სურთ, რომ შეთანხმებაში გაიწეროს პუნქტი, რომელიც შემდეგ წელს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შეცვლის შესაძლებლობას მისცემს. გამოსასყიდ თანხად ფეხბურთელის მხარე 80 მილიონ ევროს მიიჩნევს, "ნაპოლის" კი 120 მილიონი სურს", - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.
იტალიის სერია A-ში "ნაპოლი" დამაჯერებლად ლიდერობს, გუნდს ტიტულის დაბრუნებისაკენ ხვიჩა კვარაცხელია მიუძღვება, რომელსაც ყველა ტურნირზე 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.