Belive

კონტე მოლაპარაკებისთვის ღიაა - იტალიელისთვის ნაპოლი მომხიბვლელი წინადადებაა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გუნდში მთავარი მწვრთნელის ცვლილება აქვს განზრახული.

იტალიურმა მედიამ ის კანდიდატებიც დაასახელა, რომლებიც ნეაპოლიტანელების მომავალ მწვრთნელებად რუდი გარსიას გათავისუფლების შემთხვევაში მოიაზრებიან.

ყველაზე ხშირად გაჟღერებული ვერსია ორია: იგორ ტუდორი და ანტონიო კონტე. თავდაპირველად, ჯერ კიდევ ზაფხულში, მაშინ როცა აურელიო დე ლაურენტისი ლუჩიანო სპალეტის შემცვლელს ეძებდა, ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დასაქმება არ ისურვა. ამჟამად, მოვლენათა განვითარებამ სხვა ფორმა მიიღო და 54 წლის სპეციალისტი სამხრეთულ გუნდში დასაქმებას მისაღებ ვარიანტად მიიჩნევს. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ კონტესთვის "ნაპოლი" ყოველთვის მიმზიდველი გუნდი და ქალაქი გახლდათ.

კონტეს საქმეში დროულად დაბრუნება სურს, საამისოდ კი ყველაზე კარგი გზა "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად გახდომაა. რაც შეეხება დე ლაურენტისს, მისთვის ანტონიო კონტეს დანიშვნა ოცნების ტოლფასია, თუმცა ამავე დროს, იგორ ტუდორთან მოლაპარაკებებიც დაწყებულია.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს იტალიის სერია A-ში გამართული 8 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, "ვერონას" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები