ემანუელ მაკრონი: "ხვიჩა კვარაცხელია - ადამიანი 3 ფილტვით"
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ სამშობლოში დაბრუნდა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გამართა.
თვითმფრინავიდან თასი გუნდის კაპიტანმა და პრეზიდენტმა ერთობლივად ჩამოიტანეს და უპირველესად აეროპორტში შეკრებილებს წარუდგინეს - საჩემპიონო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა, სადაც გუნდს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ავტობუსით თასის წარდგენის ბოლო წერტილი ტრიუმფალური თაღი იყო, აქედან გუნდი რეგლამენტით გათვალისწინებულ სცენარს გაჰყვა და ქვეყნის ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.
ბოლოს პარი სენ-ჟერმენი საკუთარ სტადიონზე, პარკ დე პრენსზე მივიდა, სადაც ზეიმის ბოლო ეტაპი იყო და კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველმა თასმა ბინა დაიდო.
ჩემპიონთა ლიგის მოგება კლუბს საფრანგეთის პრეზიდენტმა - ემანუელ მაკრონმაც მიულოცა და თითოეული ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ გვყავს ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი და ფაქტიც სახეზეა.
დონარუმა - მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, გამორჩეული დაცვა.
ნევეში-ვიტინია-ფაბიან რუისი საოცარი ნახევარდაცვა, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია - კაცი, რომელსაც 3 ფილტვი აქვს (იცინის).
დემბელე და სხვა ფეხბურთელები - მადლობა მათ, თქვენ საუკეთესოები ხართ." - ემანუელ მაკრონი
🎙️ “Khvicha Kvaratskhelia… The man with 3 lung 🫁” - President of France Emmanuel Macron about Kvara 😂🤖
— Geo Team (@Geo__team) June 2, 2025
And Reaction of PSG President Nasser Al-Khelaifi 🫢 pic.twitter.com/SHc4lB8qfU