Belive

იტალია მწვრთნელის პოზიციაზე გვარდიოლას კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სკუადრა აძურა" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პეპ გვარდიოლას განიხილავს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ესპანელი სპეციალისტის ვარიანტი ძალიან სერიოზულად განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას ნაკრების გაწვრთნის სურვილი არაერთხელ დაუფიქსირებია.

მინდა მომავალში ნაკრები გავწვრთნა. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპა ან კოპა ამერიკა. მინდა ეს ემოციებიც გამოვცადო. - ამბობდა გვარდიოლა ძველ ინტერვიუში

შეგახსენებთ, რომ პეპმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია ისიც, რომ შედეგებიდან გამომდინარე, ინგლისურ პრესაში გვარდიოლას სიტიდან წასვლა აქტიურად განიხილება.

სხვა სტატიები