Belive

კიდევ ერთხელ: ხვიჩა კვარაცხელია სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიას სერია A-ს 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს მიჯრით მესამე მატჩში, ამჯერად "ტორინოს" კარში გაიტანა (1:1) და Whoscored-ის მიერ შედგენილ სიმბოლურ გუნდში ადგილი კიდევ ერთხელ მოიპოვა.

საუკეთესო თერთმეტეულში ასევე "მილანის", "ინტერის, ტურინის "იუვენტუსის", "ვერონას", "ემპოლის", "სასუოლოსა" და "მონცას" ფეხბურთელები მოხვდნენ.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 10 გოლი და 5 საგოლე პასია. შემდეგი მატჩი 23 წლის ქართველს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ბარსელონასთან" ელოდება. მატჩი თბილისის დროით 13 მარტს შედგება და 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები