კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში | უოტფორდმა ნიკოლოზ ჩიქოვანი გაანათხოვრა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი ინგლისურმა უოტფორდმა ბელგიურ შარლერუაში იჯარის წესით გაანათხოვრა.
18 წლის ქართველი მარცხენა გარემარბი, რომელიც დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი გახლავთ, ლონდონელებმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატეს და მისი გარკვეული დროით საიჯარო ხელშეკრულებით გაშვება გადაწყვიტეს.
ნიკოლოზ ჩიქოვანი უოტფორდის 21-წლამდელთა გუნდის წევრად დარეგისტრირდა და ბელგიურ შარლერუაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი იჯარით გადაბარგდა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შარლერუას მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პერიოდულად ახალგაზრდულ შემადგენლობაშიც ითამაშებს, რომელსაც ზებრა ელიტსი ეწოდება და ბელგიის რანგით მესამე ლიგაში თამაშობს.
შარლერუა ბელგიის ჩემპიონატის რანგით უმაღლესი, იუპილერ ლიგის ტრადიციული მონაწილეა, შარშანდელ სეზონში გუნდმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, მაგრამ იქ შვედურ ჰამარბისთან წააგო. ახალ სეზონში, 8 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით გუნდი მეექვსე ადგილზეა.
Le Sporting est heureux d’annoncer l’arrivée, sous forme de prêt, du jeune ailier gauche géorgien Nikoloz Chikovani, en provenance du Watford FC. Bienvenue au Mambourg ! 🦓
— Royal Charleroi Sporting Club (@SportCharleroi) September 23, 2025
🔗 https://t.co/jiKbFGUsG8#RCSC #NapoleonScore ⚫️⚪️ pic.twitter.com/6slYIItnMd