Belive

დეტალები ცნობილია: რამდენი ჩრდილოეთ ირლანდიელი ქომაგი დაესწრება საქართველოსთან მატჩს?

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჩრდილოეთი ირალდნიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური გვერდი უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში, საქართველოს ნაკრებთან სტუმრად გასამართ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავქეყნებს. განცხადებაში საუბარია სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მატჩზე დასწრების დეტალებზე.

"უეფასთან გამართული კონსტრუქციული დიალოგის შემდეგ, ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს, რომ იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც მგზავრობა და საცხოვრებელი საქართველოში იქამდე დაჯავშნეს, ვიდრე აკრძალვის შესახებ გამოცხადდებოდა, თამაშზე დასწრების ნება დაერთვებათ.

გულშემატკივრები, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ სამგზავრო გეგმები სტადიონის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდათ, მიიღებენ მატჩის ბილეთებს. ასოციაცია პირდაპირ დაუკავშირდება შესაბამის გულშემატკივრებს ბილეთებთან დაკავშირებული დეტალების დასაზუსტებლად.

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პატრიკ ნელსონი: "ჩვენ ვაფასებთ იმ გულშემატკივრების ერთგულებას, რომლებმაც წინასწარ დაგეგმეს მგზავრობა გუნდის მხარდასაჭერად. ამავდროულად, კარგად გვესმის იმ ქომაგების იმედგაცრუება, რომლებიც არსებული შეზღუდვებისა და ამ მატჩის გარშემო შექმნილი უნიკალური გარემოებების გამო ვერ ახერხებენ დასწრებას. მადლობას ვუხდით მათ მოთმინებისთვის, გაგებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის", - წერია განცხადებაში.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ქომაგი დაესწრება შეხვედრას. როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ ირლანდიელი გულშემატკივრების რაოდენობა, რომელიც საქართველოში გამოემგზავრება, მაქსიმუმ 200 ქომაგს შეადგენს.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს უნდა შეხვდეს. მათ გარდა, ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს უკრაინისა და უნგრეთის გუნდებთან მატჩები ელოდება.

სხვა სტატიები