Belive

კეპა არისაბალაგა: "საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი განსაკუთრებული და განსხვავებული მოთამაშეა"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების მეკარემ, კეპა არისაბალაგამ საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა და ჩვენი გუნდის ძალების შესახებ ისაუბრა.

"წინ ორი მოსაგები მატჩი გვაქვს. განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრა რთული იქნება და ამისთვის ვემზადებით.

ეს არის გუნდი, რომელიც სავარაუდოდ 5 ფეხბურთელით დაკომპლექტებული დაცვის ბლოკით - 3 ცენტრალური და 2 განაპირა მცველით - ითამაშებს. ამავე დროს, მათ ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული ფეხბურთელი ჰყავთ, როგორიც "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ალბათ მათი საუკეთესო ფეხბურთელია", - თქვა 28 წლის ესპანელმა მეკარემ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები