კასანო: "გარსია ნაპოლის დონის არ არის - მან ნდობა დაკარგა და გუნდი მწვერვალიდან ქვევით ჩამოიყვანა"
3 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მილანის "ინტერის", "მილანის", "რომას", მადრიდის "რეალის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და ზოგადად, მის გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"დე ლაურენტისს ყველაფერი ხელში ეჭირა. მას ჰყავდა ყველაზე ძლიერი მწვრთნელი, უძლიერესი მმართველი. ის ამ სათამაშოს გატეხვის გზებს ეძებდა. მან მოიყვანა მწვრთნელი, რომელიც ჩემთვის კარგი ადამიანია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რუდი გარსია არ არის შესაფერისი ნეაპოლისთვის. შეიძლება ადრე ევროპაში ბევრი გაქვს ნამუშევარი, მაგრამ ახლახანს საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან გათავისუფლებენ, სადაც ჩემი აზრით, ნამდვილი ფეხბურთი არ არის. რაღაც არასწორადაა...
ის უნდა მუშაობდეს "კრემონეზეში", "ბოლონიაში" ან "სასუოლოში", სადაც ამხელა წნეხი არ ექნება. ახლა კი მას ხელში ცხელი კარტოფილი უკავია. ეს არის სენსაციური შეცდომა პრეზიდენტ დე ლაურენტისის მხრიდან, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
მოდით გადავიდეთ მის სამწვრთნელო შეცდომებზე: გარსია შეეცადა ეჩვენებინა, რომ ყველა თანასწორია და ეს "ბოლონიასთან" მატჩში დაამტკიცა, როცა ოსიმენიც კი გაიყვანა მოედნიდან. მან იგივე გააკეთა კვარასა და ანგისას შემთხვევაში. რუდი გარსიამ მწვერვალზე მყოფი გუნდი ჩვეულებრივ გუნდად აქცია, რაც სენსაცია აღმოჩნდა. ვფიქრობ, გარსიამ ნდობა დაკარგა.
ნაპოლის ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე კვარაა. "ნაპოლის" პრეზიდენტი ჭკვიანურ თამაშს თამაშობს და მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს. წინა სეზონში ის საუკეთესოთა შორის იყო და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლ 30 მოთამაშეს შორისაც დასახელდა. ახლა კი გაბრაზებულია, დე ლაურენტისი განახლებას არ აპირებს. ოსიმენის შემთხვევაშიც თავდაყირა თამაში მიმდინარეობს", - თქვა ანტონიო კასანომ.
"ნაპოლის" სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს "ნაპოლი" 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.