Belive

კარგი ამბავი | ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა მოედანს გადამწყვეტ მატჩში დაუბრუნდეს

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი შესაძლებელია ტრავმის შემდეგ მოედანს ამ სეზონშივე დაუბრუნდეს.

"ზურიკო დავითაშვილისა და აიმენ მუფეკის ფიზიკური მდგომარეობა ამ კვირაში ვარჯიშების დროს ყურადღებით დაკვირვებას გადის. ორივე მოთამაშე, რომლებმაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვეს, შესაძლოა შაბათს მზად იყოს.

მათი დაბრუნება მნიშვნელოვნად შეცვლის "მწვანეების" შეტევით და ფიზიკურ პოტენციალს. დავითაშვილის ვერ თამაში, რომელიც 13 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, გუნდს განსაკუთრებულად ეტყობა", - წერს peuple-vert.

ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული, მისი გუნდი ლიგა 2-ში მესამე პოზიციას იკავებს, თავად კი ბომბარდირთა დავაში 13 გოლით მე-4 ადგილზეა. გადამწყვეტი მატჩი "მწვანეებს" 9 მაისს, ლიგა 2-დან უკვე გავარდნილ ამიენთან ელოდებათ, პარალელურად, ლე მანი ბასტიას უნდა შეხვდეს. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში პირდაპირ გადავა, ხოლო მესამე პოზიციით გადათამაშების ზონაში ითამაშებს.

სხვა სტატიები