Belive

კახა ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნდა: ქართველი გაბალას გაწვრთნის

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და შემდგომში მწვრთნელი, კახა ცხადაძე აზერბაიჯანული "გაბალას" მესაჭე გახდა.

2015 წელს, ბაქოს ,, ინტერიდან'' წამოსვლის შემდეგ, 55 წლის ქართველი სპეციალისტი აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველად დაბრუნდა. კახა ცხადაძემ ახალ გუნდთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქართველი მწვრთნელის ახალი გუნდი 1995 წელს დაარსდა, განახლებული ფორმით კი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და გასულ ათწლეულში აზერბაიჯანში და ამ ქვეყნის სახელით ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახლავთ.

ქვეყნის ორგზის ვიცე-ჩემპიონმა და ორჯერ თასის მომგებმა გუნდმა 2015/16 და 2016/17 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

ამჟამად, "გაბალას" 23 ტურის შემდეგ დაგროვებული 15 ქულით მეათე ადგილი უკავია და გასავარდნ საფეხურზეა, უახლოეს მეცხრე ადგილთან ჩამორჩენა კი 8 ქულაა. შემდეგ მატჩს "გაბალა" ჩემპიონატის ლიდერ "ყარაბახთან" 28 მარტს ჩაატარებს.

სხვა სტატიები