Belive

ივანდრო ბორგეს სანჩესი: "გლადბახში დიდ მატჩებში თამაშს მივეჩვიე და გამოცდილება დამეხმარება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლუქსემბურგის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ივანდრო ბორგეს სანჩესმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" თამაშისას სავსე სტადიონის წინაშე დიდ მატჩებში თამაშს მივეჩვიე და ეს ფაქტორი ჩემთვის დაბრკოლება არ იქნება.

კმაყოფილი ვარ "ნაიმეგენში" გადასვლით, რადგან ნიდერლანდურ გუნდში მეტი სათამაშო დრო მაქვს და ყველაფერი კარგად მიდის.

გუნდში ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენი ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსია.

როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ფორმაში ვარ. მართალია, გასულ ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ ვიყავი სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ მე ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ბევრს ვსწავლობ", - თქვა 19 წლის ფეხბურთელმა.

უეფას ევროპის 20204 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 21 მარტს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები