Belive

ითამაშებს თუ არა გიორგი ზარია რეალთან? | კაირატის მწვრთნელის პროგნოზი

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში, ალმაატის კაირატი თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს და ტურნირის რეკორდსმენ მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ისტორიული შეხვედრისთვის ყაზახეთში განსაკუთრებულად ემზადებიან. მატჩის წინ, ალმაატელთა მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ურაზბახტინი პრესკონფერენციას მართავს და გუნდის ქართველი ლიდერის, გიორგი ზარიას მოედანზე პოტენციური დაბრუნების შესახებ საუბრობს.

"გვიხარია, რომ გიორგი ზარიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა. მნიშვნელოვანია, რომ ის გუნდს და წვრთნას დაუბრუნდა. ვნახოთ, რამდენად გვექნება მადრიდის რეალთან მატჩში მისი გამოყენების შესაძლებლობა. გვესმის, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ჯერ ოპტიმალური არ არის, ამიტომ, ამას მატჩის დღეს გადავწყვეტთ", - ამბობს რაფაელ ურაზბახტინი.

ალმაატის კაირატი მადრიდის რეალს 30 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები