ისრაელის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ისრაელის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ცნობილია.
ჩვენი მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 26 მარტს თბილისში გასამართი მატჩისთვის ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა.
მეკარეები: ომრი გლაცერი (ცრვენა ზვეზდა), დანიელ პერეცი (საუთჰემპტონი), ნივ ელიასი (ჰაპოელ ბეერ-შევა);
მცველები: გაი მიზრაჰი, ორ ბლორიანი (ჰაპოელ ბეერ-შევა), ელი დასა (ნაიმეგენი,), იდან ნაჰმიასი (ლუდოგორეცი), სტავ ლემკინი (ტვენტე), ნიკიტა სტოიანოვი (დინამო ბუქარესტი), როი რევივო (თელ-ავივის მაკაბი), იარდენ კოენი (ბეითარ იერუსალიმი);
ნახევარმცველები/ფორვარდები: იარინ ლევი, იარდენ შუა (ბეითარ იერუსალიმი), დორ პერეცი, იტამარ ნოი (თელ-ავივის მაკაბი), ომრი განდელმანი (ლეჩე), ელიელ პერეცი (ჰაპოელ ბეერ-შევა), გაბი კანიკოვსკი (ფერენცვაროში), ოსკარ გლუხი (ამსტერდამის აიაქსი), ანან ჰალაილი (როიალ-უნიონ სენ ჟილი), სტავ ტორიელი (ჰაპოელ თელ-ავივი), ტაი ბრივო (დი სი იუნაიტედი), დორ ტურგემანი (ნიუ ინგლენდ რევოლუშენი).
საქართველოს ნაკრები ისრაელს 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.