"ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან" - სტივ კინი
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთი" 3:2 დაამარცხა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი არაბიძემ, მან დუბლი შეასრულა, გოლები კი ერთმანეთზე უკეთესი იყო.
მატჩის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა გიორგი არაბიძის შესახებ ისაუბრა და საინტერესო კომენტარიც გააჟღერა:
დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.
ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია. - სტივ კინი - ქუთაისის "ტორპედო" მთავარი მწვრთნელი
ეროვნულ ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" 9 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. გიორგი არაბიძე 4 გოლით და 1 ასისტით საუკეთესო ბომბარდირების ლიდერია.