Belive

ინტერესი ესპანეთიდან: ლაშა ოდიშარიას დამატება ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ გუნდს სურს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ლაშა ოდიშარიამ შესაძლოა კარიერა ხიხონის სპორტინგში გააგრძელოს.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ გუნდს სურს.

"ფლანგის პოზიციის გაძლიერების მიზნით, ხიხონის სპორტინგი 22 წლის ქართველი ფეხბურთელის, ლაშა ოდიშარიას ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ამჟამად ლატვიაში, რფს-ში თამაშობს. ცაცია მოთამაშე, რომელიც მიჩვეულია მარჯვენა ფლანგზე თამაშს, მაგრამ ასევე ადაპტირება შეუძლია მარცხენა ფრთაზე, ერთ-ერთია იმ სახელებს შორის, რომლებსაც გუნდის ხელმძღვანელობა განიხილავს", - წერს lavozdeasturias.

ლაშა ოდიშარიას საფეხბურთო კარიერის საწყისი ეტაპი სალხინოში, მარტვილის მერანსა და დინამო თბილისში აქვს გატარებული, 2024 წლის იანვარში ის რფს-ში გადაბარგდა, რომელთან ერთადაც ლატვიის ჩემპიონატი და თასი მოიგო და ევროპა ლიგის ლიგის ფაზაზე ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მას 20 მატჩში აქვს ნათამაშები, 1 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები