ევროპა ლიგა: ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეები ცნობილია
29 აგვისტოს, მონაკოში, უეფას ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ლიგის ფაზის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ევროპა ლიგის ახალ სეზონში მონაწილეობას 3 ქართველი ფეხბურთელი მიიღებს და მათი გუნდების მეტოქეები უკვე ცნობილია:
გიორგი მიქაუტაძის ლიონის ოლიმპიკი: ზალცბურგი (შინ), რეალ ბეტისი (სტუმრად), პაოკი (შინ), თელ ავივის მაკაბი (სტუმრად), ბაზელი (შინ), იანგ ბოიზი (სტუმრად), გოუ ეჰედ იგლზი (შინ), უტრეხტი (სტუმრად);
ლუკა გუგეშაშვილის სალონიკის პაოკი: რეალ ბეტისი (შინ), ლილი (სტუმრად), თელ ავივის მაკაბი (შინ), ლიონი (სტუმრად), იანგ ბოიზი (შინ), ლუდოგორეცი (სტუმრად), ბრანი (შინ), ვიგოს სელტა (სტუმრად);
ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი: გლაზგოს რეინჯერსი (შინ), როტერდამის ფეიენოორდი (სტუმრად), ბელგრადის ცრვენა ზვეზდა (შინ), გლაზგოს სელტიკი (სტუმრად), ნოტინგემ ფორესტი (შინ), მიდტიულანდი (შინ), ბრანი (სტუმრად), ათენის პანათინაიკოსი (შინ);
ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონის დეტალური კალენდარი 31 აგვისტოს გახდება ცნობილი.