Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი: შავდათუაშვილი გალიდერდა, გრიგალაშვილმა პირველობა დაკარგა

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ბაქოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

განახლებულ რეიტინგში, ყველაზე მეტად რაც თვალში კარგად გხვდვება -73 კგ წონითი კატეგორიაა, სადაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ლიდერობა დაიბრუნა. ბაქოს გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა შავდათუაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიხვეჭა და 6577 ქულით მსოფლიო რეიტინგის სათავეში ჩადგა. მან 67 ქულით გადაასწრო მონღოლ - ცონგბაატარ ცენდ-ოჩირს.

მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, -81 კგ წონით კატეგორიაში 2 შეჯიბრი დაისვენა ტატო გრიგალაშვილმა, თუმცა ბაქოს გრანდ სლემზე მისმა მთავარმა კონკურენტმა, ბელგიელმა - მატიას კასემ იასპარეზა და ვერცხლის მედალთან ერთად 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რითაც ტატო გრიგალაშვილმა პირველობა დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ტატოს ანგარიშზე 7596 სარეიტინგო ქულაა, მატიას კასეს ანგარიშზე კი 7625.

ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლუკა მაისურაძე, ამ გამარჯვებით კი 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში წინსვლა არ აქვს და მე-5 ადგილი გაიმყარა. მაისურაძის ანგარიშზე 3975 სარეიტინგო ქულაა.

IJF-ს ეგიდით შემდეგი შეჯიბრი 3-4 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

სხვა სტატიები