Belive

IJF-მ რეიტინგი განაახლა | სულამანიძემ ლიდერობა გაიმყარა, თუშიშვილი რეიტინგში დაწინაურდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ბაქოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა: ოქროს მედალი ილია სულამანიძემ მოიპოვა (100 კგ); ვერცხლის მ ედალს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ. 

მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. 

60 კგ - 60 კგ წონით კატეგორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომრად დარჩა. ლუხუმ ჩხვიმიანი კი რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და 27-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

66 კგ - 66 კგ წონით კატეგორიაში რეიტინგი უცვლელია. ვაჟა მარგველაშვილი მე-8 პოზიციაზე დარჩა და მის ანგარიშზე 3894 სარეიტინგო ქულაა. 

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი კვლავ მე-4 პოზიციას იკავებს და მის ანგარიშზე 5392 სარეიტინგო ქულაა. გიორგი ტერაშვილი კი 2 პოზიციით დაწინაურდა და 21-ე პოზიციაზე გადავიდა (2499 სარეიტინგო ქულა). 

81 კგ - 81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერსა და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს - ტატო გრიგალაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება დიმიტრი გოჩილაიძესა და ზაურ დვალაშვილს, გოჩილაიძე 8 პოზიციით დაწინაურდა და მე-40 ადგილზე გადაინაცვლა. ზაურ დვალაშვილი კი 4 პოზიციით დაწინაურდა და 53-ე პოზიციაზე გადავიდა. 

90 კგ - 90 კგ წონითი კატეგორიის ათეულში რეიტინგი უცვლელია. პირველ და მეორე ადგილებს - ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ინაწილებენ. მეშვიდე ადგილზე კი ბექა ღვინიაშვილი იმყოფება. 

100 კგ - სწორედ ამ წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ ერთადერთი ოქრო ბაქოს გრანდ სლემზე. ილია სულამანიძემ მოპოვებული ოქროს მედლით 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო ლიდერობა გაიმყარა. სულამანიძეს ანგარიშზე 7238 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ ზელიმ კოტსოიევს 1453 ქულით უსწრებს. 

+100 კგ - ბაქოს გრანდ სლემზე, მძიმე წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც ამ მედლით 700 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 4033 ქულით მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა (+5 სარეიტინგო ადგილი). 

IJF-ს შემდეგი ტურნირი აბუ დაბიში 24-26 ოქტომბერს გაიმართება. 

სხვა სტატიები