Belive

IJF-მ ქართველ დიქტორს - გიორგი ჭანიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა | VIDEO

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), ძიუდოს ქართველ დიქტორს, გიორგი ჭანიშვილს, სიუჟეტი მიუძღვნა.

View this post on Instagram

A post shared by International Judo Federation (@judogallery)

გიორგი ჭანიშვილი ვიდეოში არაერთ საინტერესო თემასა და მის თავგადასავალზე ჰყვება.

"ჩემი შთაგონების წყარო 2004 წლის ოლიმპიადის გამომცხადებელი - კიმ ჰიკსი იყო. არასდროს დამავიწყდება ხმა, რომელიც მან გამოაცხადა. ოლიმპიური ჩემპიონი - ზურაბ ზვიადაური..."

"მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მეც გამოვაცხადებდი ოლიმპიურ ჩემპიონებსა და წარმატებულ ადამიანებს..."

"ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი, ძიუდოს ძალიან წამარტებულ მსაჯს - ვლადიმერ ნუცუბიძეს ეკუთვნის, რომელმაც ეს ყველაფერი შემომთავაზა და მკითხე, თუ შევძლებდი ამის გაკეთებას."

"აქამდე მხოლოდ საქართველოში ვიყავი დიქტორი, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე ვმუშაობდი გამომცხადებლად, თუმცა მხოლოდ ქართულ ენაზე".

"2015 წელს ეს სამსახური IJF-მ შემომთავაზა და გავიფიქრე, რომ ღმერთო, ეს რეალურია და ეს ყველაფერი აქედან დაიწყო".

სხვა სტატიები