Belive

ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - შერმადინის მორიგი კარგი მატჩი

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

8 ოქტომბერს, სტარტი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგამ აიღო, სადაც გიორგი შერმადინის ტენერიფემ, სტუმრად, იტალიაში ტრაპაინი 78:84 დაამარცხა.

ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა, პარკეტზე 22:42 წუთი გაატარა, რა პერიოდშიც მისი მონაგარი შემდეგი იყო - 9 ქულა, 3 მოხსნა და მარგი ქმედების კოეფიციენტი +3.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი შერმადინს 23 წუთის განმავლობაში არცერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია და ბრწყინვალე დაცვა ითამაშა, რითაც საკუთარი კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ტენერიფე შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 13 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში ბნეი ჰერზილიას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები