Belive

IJF ეთერ ლიპარტელიანზე: "ის ქართველი ქალი ძიუდოისტების შთაგონების წყაროა..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF), საქართველოს ნაკრების წევს - ეთერ ლიპარტელიანს, ძალიან კარგ სტატიას უძღვნის.

იყო ერთადერთი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც ყველა შეჯიბრზე მედლისთვის იბრძოდე, ეს უკვე ისტორიის წერაა. 2018 წელს, თბილისში, ეთერ ლიპარტელიანის დებიუტის შედგა. პირველობა ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ამასთანავე, ის მოითხოვს გამბედაობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უნდა იდგე მუდამ წინა ხაზზე და გამოსცადო ნიადაგი, რომ მზად დახვდე მას, ვინც შემდგომ გამოვა.

85B7B8CF-9767-4476-A266-1BAF37-1665379047

ეთერი ლიპარტელიანი უკვე სუპერვარსკვლავის სტატუსით გაფორმებულ სახელს ატარებს, მაგრამ ეთერის ასეთ პროფესიონალიზმთან არაფერ შუაში არ არის ვარლამ ლიპარტელიანი. ეთერი 23 წლისაა, 2019 წელს უმცროსებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მას ასევე 5 დიდი სლემის მედალი და 6 ევროპული მედალი აქვს. მისი სამედლო კატალოგი უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ უფროსებში მსოფლიოს მედალი ჯერ არ აქვს მოპოვებული. ეთერი ასევე ახლოს იყო ოლიმპიურ მედალთან, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ შეძლო. ტოკიოში მე-5 ადგილი და მე-7 ადგილი ტაშკენტის მსოფლიოზე. როგორც თავად ეთერი ამბობს, „ძალიან კარგად მოვემზადე, ტაშკენტში მსურდა ქართველი გულშემატკივრები გამეხარებინა და კიდევ ერთი შედეგი მიმეღო. ”

58B3ADBD-55AD-4AE8-907D-55F647-1665379475

რაზეც ის ირიბად მიუთითეს, ეს მამაკაცთა წარმატებაა და საშინლად უნდა რომ წარმატების საერთო სურათში თავისი წვლილიც შეიტანოს. რა თქმა უნდა ეს მას თავისთვის სურს, თუმცა ის ყოველივე, რაც მისი მიზნების საძირკველია არის სანახაობრივი ბრწყინვალება, რომელიც ქართული ძიუდოს, ქართული კაცთა ძიუდოს სინონიმია.

პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როგორც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი და ჩემი ჭიდაობის გამო, ძიუდოში ბევრი გოგონა იწყებს ვარჯიშს. ვიცი, რომ მათი შთაგონების წყარო ვარ და სწორედ ამიტომ მჭირდება შედეგი. ამ მომენტში დანაკლისს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვგრძნობ, მაგრამ როდესაც გამოვჯანმრთელდები და დრო გავა, თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობ, რადგან ისევ ვხვდები, რომ რაღაც დავკარგე საქართველოსთვის“.

”ჩვენ ყველა ერთნი და ერთი გუნდი ვართ, ყველა ერთმანეთს ვუჭერთ მხარს, მე და კაცები და ახლა კიდევ ორი ​​გოგონა, რომლებიც შეუერთდნენ გუნდს. ბიჭები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი გამოცდილება ჩვენ (გოგონებს) გაგვიზიარონ. ძალიან ვამაყობ, რომ ვაჟთა გუნდი ასეთი ძლიერია და იმედი მაქვს, რომ მომავალში გოგონების გუნდიც ასეთივე ძლიერი იქნება. შესაძლოა, საქართველოს შერეული გუნდი სამომავლოდ მსოფლიოში ნომერ პირველი იყოს. შარშან უფროსებში და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებში ოქროს მედალი მოვიპოვეთ".
2A9BE824-13BC-484B-BF6F-81CF15-1665379993

ასე რომ, როგორც ჩანს, ეთერი ქალთა ნაკრებში მარტო კიდევ დიდი ხნით არ დარჩება. ახლა მას ჰყავს კომპანია ტატამზე და გასახდელებში, და ეს იმის დასტურია, რომ ის, რაც მან წამოიწყო, კარგად მუშაობს. ეთერ ლიპარტელიანი მიზნად ისახავს, რომ იგი მისი წონითი კატეგორიის პირველი ნომერი გახდეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ამ შედეგის მიუხედავად, ეთერი რეიტინგში მსოფლიოში მესამეა. ეს არ არის არც შემთხვევითობა და არც იღბალი.

F94A4295-E139-436E-8B47-2FAA76-1665379821-1

„ახლა ეროვნულ ნაკრებში 3 გოგო ვირიცხებით და ვარჯიშობთ. პატარა ასაკშის ნაკრებებშიც რამდენიმე გოგოა, მაგრამ ვარჯიშისთვის ძირითადად სამნი ვართ. წარსულში კაცებთან მიწევდა ვარჯიში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიჭებს შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში დავეხმაროთ. მე ვამაყობ, რომ ახლა საკმარისად ვართ გუნდის წარსადგენად.

საქართველო იმ მრავალ ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ტურნირებზე ქალთა წარმომადგენლების გამოყვანა ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში აქვთ ძიუდოს ყველა არენაზე, კატადან დაწყებული ელიტური სპორტით გაგრძელებული და მწვრთნელებით დამთავრებული. ეს რევოლუციაა, მშვენიერი რევოლუცია, რომელიც ერთ მარტივ რამეს აკეთებს:ყველასათვის აღებს კარებს პროგრესისთვის და მიღწევებისთვის. ეთერ ლიპარტელიანი ამ ყველაფრის თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ნაწილია. შეუპოვარი სურვილით, რომ იყოს შესამჩნევი ის ქართველი ქალებისთვის ყველაფერს შესაძლებელს ხდის. 23 წლის ასაკში ეს მძიმე ტვირთია თუმცა ასევე ლიდერად ყოფნის დიდი პატივიც.
C82EE9A1-E906-4518-BD86-97D54B-1665380125

სხვა სტატიები