Belive

ძალოსნობა | გიორგი კირვალიძე ევროპის ჩემპიონია

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის U20 და U23 ჩემპიონატზე ძალოსნობაში, გიორგი კირვალიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

კირვალიძემ ატაცში 157/161/165 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 188/193 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კირვალიძე ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით, კვლავ ოქროს მედალს დაეუფლა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

სხვა სტატიები