იბერია 1999-ის მეტოქეები კონფერენს ლიგაზე ცნობილია!
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე იბერია 1999-ის მეტოქეები ცნობილია.
საქართველოს გასული 2 სეზონის ჩემპიონი გუნდი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ და 22-წლიანი პაუზის შემდეგ უეფას ტურნირის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ლიგის ფაზაზე 6 მატჩს გამართავს: 3 შინ და 3 სტუმრად.
იბერია 1999-ის მეტოქეები უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე:
ცრვენა ზვეზდა (შინ)
კოპენჰაგენი (სტუმრად)
ხეტაფე (შინ)
სენტ-ტრუიდენი (სტუმრად)
მიალბი (შინ)
იაბლონეცი (სტუმრად)
მატჩების დეტალური კალენდარი 29-30 აგვისტოს დადგინდება და გასაჯაროვდება.