Belive

გუგა ფალავანდიშვილი: „საბერძნეთს ზურგს გამოცდილება უმაგრებს, ჩვენ კი საშინაო კედლები“

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, გუგა ფალავანდიშვილი ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის შესახებ საუბრობს.

30 წლის ნახევარმცველი საბერძნეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი „ლამიაში“, 2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის აგვისტომდე თამაშობდა. საბერძნეთთან მატჩის წინ, მას ჩვენი მომავალი მეტოქის შესახებ ვესაუბრეთ.

შენს კარიერაზე გკითხავ. როგორ მიდის ტრავმის შემდეგ დაბრუნების პერიოდი?

ჩემს ტრავმას რაც შეეხება, ერთი წელი გამიცდა სრულად ტრავმის გამო, ჯვარედინი მყესი გამიწყდა და გამოვტოვე მთლიანი სეზონი. წინა სეზონის მიწურულს დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ ისევ არ გამიმართლა და მეორეჯერ დავიზიანე, ამიტომ ისევ საოპერაციო გავხდი და 3 თვის წინ გავიკეთე მეორე ოპერაცია. ახლა რეაბილიტაციის პროცესში ვარ და შემოდგომაზე დაბრუნებას ვგეგმავ.

ლუქსემბურგთან თამაში რომ შეაფასო და საბერძნეთში თამაშის გამოცდილებით, ფინალური მატჩის წინ შენი მოსაზრება რომ გაგვიზიარო.

რაც შეეხება ჩვენს თამაშს ლუქსემბურგთან, გამოვყოფ გუნდურობას და ყველა ფეხბურთელის მონდომებას, რაც აისახა შედეგსა და ხარისხშიც. ბერძნებზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთული მეტოქე იქნება და ვფიქრობ, შანსები ნამდვილად თანაბარია, თუ მათი პლუსი მეტი გამოცდილებაა, ჩვენი ხვიჩა და საკუთარი მოედანია, ამიტომ ვფიქრობ, შანსები სრულად თანაბარია. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ ნიშნავს მხოლოდ ოცნების ასრულებას და მონაწილეობას. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ მეტად გაეხსნას ქართველ ფეხბურთელებს გზა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სათამაშოდ.

სხვა სტატიები