Belive

გორის დილამ ტიერი გეილის ტრანსფერი დაადასტურა - ბარბადოსელი ვენის რაპიდში ითამაშებს

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედმა მესამეადგილოსანმა კლუბმა, გორის "დილამ" გუნდის გარემარბის, ტიერი გეილის ტრანსფერი დაადასტურა.

21 წლის ნიჭიერი ბარბადოსელი შემტევის შემდეგი კლუბი ვენის "რაპიდი" იქნება - ამის შესახებ ავსტრიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, ახლა კი ტრანსფერის დეტალები თავად შიდაქართლურმა კლუბმა გაასაჯაროვა.

როგორც ირკვევა, ქართული კლუბი 660 000 ევროს მიიღებს, რომელიც 2023-25 წლებში კლუბს ეტაპობრივად დაერიცხება.

ტიერი გეილმა გორის "დილაში" 47-ჯერ ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები