Belive

გოგა ბითაძე: "მე თავს ვუძღვნი საქართველოს ოფლის ბოლო წვეთამდე!"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. საქართველოს ნაკრები უკვე იაპონიაშია და ტურნირისთვის ემზადება. 

როგორც იცით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), ორი ქართველი კალათბურთელი ასპარეზობს - სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. 

"ორლანდო მეჯიქისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მისი განწყობა და სულისკვეთება კარგად არის გამოხატული. 

შინ თუ გარეთ, დღისით თუ ღამით, მოედანზე თუ მის მიღმა...
მე თავს ვუძღვნი საქართველოს, ოფლის ბოლო წვეთამდე! - გოგა ბითაძე

ინფორმაციისთვის, იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების პირველი ოპონენტი კაბო ვერდე იქნება. 

შეხვედრა 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. 

ხოლო, რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, კაბო ვერდეს გარდა, F ჯგუფში ვენესუელასა და სლოვენიის ეროვნულ ნაკრებებს დავუპირისპირდებით.

სხვა სტატიები