გიორგი წიტაიშვილის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის გუნდს, ესპანურ გრანადას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გასულ ორ ტურში წაგების და გოლის ვერ გატანის შემდეგ, ანდალუსიური გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი ახალი სპეციალისტი მიიწვია.
გრანადას ახალი მთავარი მწვრთნელი 57 წლის ესპანელი ხუან ხოსე როხო მარტინი, იგივე პაკეტაა, რომელიც გუნდს ახლავე ჩაიბარებს და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოსახვედრ ბრძოლაში დაეხმარება.
პაკეტას კარიერის განმავლობაში არაერთი ესპანურ და უცხოურ გუნდში უმუშავია, მათ შორის: ვილაირეალში, რეალ ვალიადოლიდში, ელჩესა და ჰერკულესში მთავარ მწვრთნელად.
ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში კიდევ 3 ტურის მატჩებია გასამართი, გიორგი წიტაიშვილის გუნდი კი მეშვიდე პოზიციას იკავებს და საპლეიოფო ზონას 3 ქულით ჩამორჩება.
24 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.