Belive

ევროპის ჩემპიონატამდე: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საწყისი ამხანაგური მატჩი მოიგო

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთთან საწყისი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისი არენაზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ჯანო კვარაცხელიას, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა. 

მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას ეროვნულის ნაკრების 100-ნომრიანი ფორმები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთთან, ევრო 2026-ის პლეი-ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიასთვის მეასე სანაკრებო თამაში სწორედ ყირგიზეთთან გამოდგა.

საქართველოს და ყირგიზეთის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

სხვა სტატიები