Belive

გიორგი წიტაიშვილი ლიგა 1-ში ითამაშებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს.

24 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

ქართველი ფეხბურთელი მეცში უახლოეს პერიოდში ჩავა, შემოწმებას გაივლის და გუნდთან 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, ხოლო მომდევნო წლის ზაფხულში კიევის დინამოსთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდება.

მეცი ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობი გუნდია. აქ გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სულ კი გუნდის შემადგენლობაში 38 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები