Belive

გიორგი წიტაიშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მეცის ქართველ შემტევს ტულუზასთან კარგი მატჩი ჰქონდა (3:4), საგოლე პასი გააკეთა და თანაგუნდელებს შორის საუკეთესო შეფასება 8.2 დაიმსახურა.

სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი წიტაიშვილი მეცის ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ.

გიორგი წიტაიშვილს ამ სეზონში მეცის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები