საქართველოს ნაკრები კარგად ნაცნობ მეტოქეს დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2 ივნისს ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩების შემდეგ რუმინეთთან ითამაშებს.
რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშია მოხვედრილი და მუნდიალზე გასასვლელად, ნახევრაფინალში თურქეთს, გამარჯვების შემთხვევაში კი სლოვაკეთი/კოსოვოს წყვილში უკეთესს უნდა შეხვდეს. რუმინეთის ნაკრები საქართელოს მსგავსად უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მონაწილეა, მსოფლიოს რეიტინგში კი 49-ე პოზოციას იკავებს.
საქართველოს ნაკრებს ამ მეტოქესთან ისტორიაში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 1 მოგებული, 5 წაგებული, 2 შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას, კაუნასში უნდა შეხვდეს.