Belive

გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა. პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ლუკა კაპანაძე, გიორგი თუთაშვილი (66კგ), ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ჩაერთვებიან. გიორგი თუთაშვილი საქმეში პირველივე ეტაპიდან (1/16 ფინალიდან) ჩაერთო და მისი მეტოქე სლოვენიელი – ურჰ კლოფჩიჩი იყო. გიორგიმ მარტივად დაამარცხა სლოვენიელი მეტოქე და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლატვიელი – არტიომს გალაკტიონოვსი იყო. ქართველმა ფალავანმა ლატვიელი მეტოქეც დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი - ივო ვერვერჰორსტერტი იქნება.

სხვა სტატიები