Belive

დასკვნითი დღე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე | ტატამზე 6 ქართველი გამოვა

1 თვის წინ სხვა
2 წთ

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს, 7 ოქტომბერს, დასკვნითი დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს.

90 კგ

დღეს, ისევე როგორც დანარჩენ 2 წონით კატეგორიაში, 90 კგ წონით კატეგორიაშიც 2 წარმომადგენელი გვეყოლება - ლუკა ქარელიშვილი და ლუკა ჯავახიშვილი.

ლუკა ქარელიშვილი A ბადეში იჭიდავებს და მას პირველივე ეტაპზე, იაპონელი მეტოქე - ჰარი შიბატა ეყოლება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი გერმანელ - პოლ ფრიდრიხს შეხვდება.

ლუკა ჯავახიშვილი კი ასპარეზობას D ბადეში იწყებს, სადაც უნგრელ - ლევენტე კისს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ლუკას მეტოქე, პოლონურ-სერბულ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

100 კგ

100 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ - გიორგი ბენდელიანი და ნოდარ ალაფიშვილი იჭიდავებენ.

გიორგი ბენდელიანი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას პირდაპირ 1/8-ფინალიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, რუს - ანტონ ფედინსა და სლოვაკ - ოლივერ შეფელს შორის გამარჯვებული იქნება.

განთესილი იქნება ნოდარ ალაფიშვილიც, რომელიც C ბადეში, სლოვენიელ და პერუელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი მეტოქეები ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან.

+100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ნოდარ კობალაძე და გიორგი ბადუაშვილი დაიცავენ.

ნოდარ კობალაძე B ბადეში იწყებს ასპარეზობას, სადაც შეჯიბრის მთავარ ფავორიტს, თურქ - იბრაჰიმ თათაროღლუს დაუპირისპირდება, მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი იგი ყირზიგ და კვიპროსელ მეტოქეებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება გიორგი ბადუაშვილს, იგი C ბადეში განუთესავია და პირველივე ეტაპზე აზერბაიჯანელი მეტოქე - რამაზან აჰმადოვი ჰყავს, აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, გიორგის მეტოქე, დომინიკელი - ხოსე მიგელ ბრანჩე ჯარკინი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 18:30, ხოლო ფინალური ბლოკი 03:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები