Belive

განახლებული მსოფლიო რეიტინგი | დემეტრაშვილის დიდი პროგრესი და TOP 3

7 საათის წინ სხვა
3 წთ

ულან ბატორის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

მონღოლეთის დედაქალაქში გამართულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა, ორივე ბოლო დღეს - ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო (100 კგ), ხოლო ირაკლი დემეტრაშვილმა ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა (+100 კგ).

მოდით მივყვეთ და სათითაოდ გაგაცნობთ იმ წონების ახალ რეიტინგებს, სადაც ქართველები იღებდნენ მონაწილეობას.

60 კგ

60 კგ-ში იჭიდავა გიორგი სარდალაშვილმა, რომელმაც ულან ბატორში ასპარეზობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა, შესაბამისად, მან მსოფლიო რეიტინგში 360 ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ანგარიშზე 2376 სარეიტინგო ქულაა და რეიტინგის მე-12 ნომერია.

66 კგ

66 კგ-ში: თორნიკე გიგაური და ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობდნენ.

მარგველაშვილმა ერთი რაუნდი გაიარა და შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა 120 ქულა მაინც გამოიმუშავა, რითიც 6 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის 53-ე ნომერია.

რაც შეეხება თორნიკე გიგაურს, თორნიკემ 9-12 პოზიციებისთვის იბრძოლა და 160 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში, რითიც 6 პოზიციით წინ წაიწია და მსოფლიო რეიტინგის 25-ე ნომერი გახდა.

73 კგ

73 კგ-ში გიორგი ტერაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობდნენ.

ტერაშვილმა პირველივე ბრძოლა დათმო და მხოლოდ 10 ქულა მიიღო შეჯიბრში მონაწილეობისთვის, ხოლო შავდათუაშვილმა კი მე-9/მე-16 პოზიციებისთვის იბრძოლა და 160 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, თუმცა იგი მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით მაინც დაქვეითდა და ახლა 2220 სარეიტინგო ქულით რეიტინგის მე-12 ნომერია.

81 კგ

81 კგ-ში ზაურ დვალაშვილმა იბრძოლა, რომელმაც 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 5 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 1896 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერია.

100 კგ

ილია სულამანიძე ჭიდაობდა 100 კგ-ში, რომელმაც ტრადიციულად ტატამი ისე არ დატოვა, რომ მედალი თან არ წამოეღო...

ევროპის ჩემპიონმა და ოლიპიური თამაშები ვიცე-ჩემპიონმა. ულან ბატორში ბრინჯაოს მედალი მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით წინ წაიწია და ახალ იგი რეიტინგის მე-7 ნომერია.

+100 კგ

ბოლო პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი აქვს ირაკლი დემეტრაშვილს, რომელმაც ულან ბატორის გრანდ სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ვერცხლის მედლის მოპოვებით ირაკლიმ 700 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო სამეულში შევიდა (TOP 3).

ახლა ირაკლის ანგარიშზე 3632 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიოს მესამე ნომერია.

სხვა სტატიები