Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "ბენფიკასთან მატჩით დავტკბები, გამარჯვებით სიამოვნება გაორმაგდება"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის სუპერ თასზე სპორტინგის შემადგენლობაში, ლისაბონურ დერბიში, ბენფიკას პირისპირ ოფიციალურ დებიუტს ელოდება. მატჩის წინ 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ადგილობრივ მედიასთან საუბრობს.

"სიმართლე ისაა, რომ აწმყოთი ცხოვრება ძალიან მსიამოვნებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ შენი გონება მომავალზე ან წარსულზეა ორიენტირებული, გართმევს იმას, რაც აწმყოში გაქვს.

სპორტინგთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლევანტეს მაისურის ტარება გავაგრძელე და დიდ პატივს ვცემ კლუბს, რომელმაც ამდენი რამ მომცა. არასწორი იქნებოდა სხვაგვარად ფიქრი. რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონში სპორტინგში თამაშის იდეა მამოძრავებდა, მაგრამ აუცილებელია დავაფასოთ ყველაფერი, რასაც კლუბი გვაძლევს. უბრალოდ მინდოდა დავხმარებოდი გუნდს, რომელიც ყოველთვის ჩემს გულთან ახლოს იქნება, ესპანეთის რანგით ყველაზე მაღალ დივიზიონში დაწინაურების ოცნების ასრულებაში.

ვიცოდი, რომ აქ ჩამოსვლისას ჩემი გონება მთლიანად ორიენტირებული იქნებოდა, ჯერ გუნდთან ადაპტაციაზე, შემდეგ კი იმ მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანაზე, რასაც სპორტინგის გერბი გვკარნახობს.

ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი თამაშია, როდესაც საკუთარი ქალაქის გუნდს ხვდები. იმედი მაქვს, რომ ამ მომენტით ნამდვილად დავტკბები და რა თქმა უნდა, როცა გავიმარჯვებთ, სიამოვნება გაორმაგდება. მჯერა, რომ მზად ვართ და მატჩამდე კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ლისაბონური დერბი პორტუგალიის თასის ფინალში 31 ივლისს შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები