გიორგი მიქაუტაძის შეფასება რენის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "რენი" 4:1 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე მატჩში 76-ე წუთზე ჩაერთო და 1 წუთში გოლი გაიტანა.
Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 7.6-ით შეაფასა. ჟორჟმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 2-ჯერ კარში, ხოლო ერთხელ კარისკენ დაარტყა, 6 გადაცემა გააკეთა და ექვსივე ზუსტი იყო.
"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 54 ქულით მე-4 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაშია (16 მოგება, 6 ფრე, 9 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 4 მაისს, 19:15 საათზე "ლანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა აქვს, ლიგა 1-ში კი 10 გოლი და 6 ასისტი.
𝐕𝐈𝐂𝐓𝐎𝐎𝐎𝐎𝐈𝐑𝐄 🔥
— Olympique Lyonnais (@OL) April 26, 2025
Nos gones empochent trois points essentiels dans la course à l'Europe ce soir ! 🔴🔵#OLSRFC | 4-1 pic.twitter.com/aPqA6NjaHq