გიორგი მიქაუტაძის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების და "ლიონის" ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის მიერ ლიგა 1-ის ამ სეზონში გატანილი მეათე გოლი 31-ე ტურის საუკეთესოობისთვის იბრძვის.
გიორგი მიქაუტაძემ "რენთან" 4:1 მოგებულ მატჩში მოედანზე 76-ე წუთზე გამოსვლის შემდეგ რამდენიმე წამში გოლის გატანა შეძლო, რომელიც ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა.
სათამაშო კვირის საუკეთესო გოლებს შორის ქართველ ფეხბურთელთან ერთად ფაბიან რუისი ("პსჟ"), მორგან სანსონი ("ნიცა"), დიეგო მორეირა ("სტრასბურგი"), მალიკ ფოფანა ("ლიონი") და ამინ გუირი ("მარსელი") იბრძვიან.
24 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.
ქართველ ბომბარდირს ამ სეზონში "ლიონის" შემადგენლობაში 44 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული, უშუალოდ ლიგა 1-ში კი 10 და ამ მაჩვენებლით, ალექსანდრ ლაკაზეტის შემდეგ, გუნდის მეგოლეთა ჩამონათვალში მეორე ადგილზეა.