Belive

გიორგი მიქაუტაძემ აიაქსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს.

ამსტერდამულმა კლუბმა ახალი შენაძენი დღეს ოფიციალურად წარადგინა, გიორგის კონტრაქტი 5-წლიანია და იგი "აიაქსის" საკუთრება 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება.

 

აიაქსმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა
აიაქსმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა (ვიდეო)

კონტრაქტის ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც ბონუსების სახით, შესაძლოა 19 მილიონამდე გაიზარდოს. გიორგი 19-ნომრიან მაისურს მოირგებს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისი მიქაუტაძემ "მეცში" გაატარა, ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი და ერთი ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები