Belive

გიორგი მიქაუტაძე საგოლე მოქმედებებით ევროპა ლიგის სამეულშია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპა ლიგის ფინალი ახლოვდება, რომელიც 21 მაისს "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართება. ფინალამდე საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელიც ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ეხება, მიმდინარე ევროპა ლიგის ტურნირზე ჟორჟი გოლს+საგოლე გადაცემის მაჩვენებლით ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ამ დროისთვის 9 საგოლე მოქმედებით მე-3 ადგილს დომინიკ სოლანკესთან ერთად იყოფს.

სრულად საგოლე მოქმედებებში გამორჩეული ფეხბურთელების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. რაიან შერკი - 12 საგოლე მოქმედება (4 გოლი, 8 საგოლე გადაცემა)

  2. ბრუნო ფერნანდეში - 11 საგოლე მოქმედება (7 გოლი, 4 საგოლე გადაცემა)

  3. გიორგი მიქაუტაძე - 9 საგოლე მოქმედება (4 გოლი, 5 საგოლე გადაცემა)

  4. დომინიკ სოლანკე - 9 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 4 საგოლე გადაცემა)

  5. ვაცლავ ჩერნი - 8 საგოლე მოქმედება (6 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)

  6. კასპერ ჰოგი - 8 საგოლე მოქმედება (7 გოლი, 1 საგოლე გადაცემა)

  7. რასმუს ჰოილუნდი - 8 საგოლე მოქმედება (6 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)

  8. ნიკო უილიამსი - 8 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა)

სხვა სტატიები