Belive

გიორგი მიქაუტაძე: "ფორმა შენარჩუნებული მაქვს და მინდა მეცს დავეხმარო"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" დაბრუნების შემდეგ გამართულ პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა.

"ნიდერლანდებში წასვლის შემდეგ ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე აქცენტირებული ვიყავი და ახლაც იგივე დამოკიდებულება მაქვს. ვნახოთ, 6 თვის შემდეგ რა იქნება.

ამსტერდამში საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული ვარჯიშები გვქონდა, ამიტომაც, მგონია, რომ ფორმის შენარჩუნება მოვახერხე.

რაც შეეხება გუნდს, "მეცის" მიზანია, რომ ისეთივე წარმატებულად ათამაშდეს, როგორც ამას წინა სეზონში აკეთებდა. ჩემი მიზანიც ის გახლავთ, რომ გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დავეხმარო", - თქვა 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა.

ამჟამად, "მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ში 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 16 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ "ტულუზას" 2 ქულით უსწრებს. შემდეგი შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ მიქაუტაძის დებიუტი შედგება, სწორედ "ტულუზასთან" გაიმართება.

სხვა სტატიები