Belive

გიორგი მიქაუტაძე: "მეცში დაბრუნებით ბედნიერი ვარ, აქაურების სიყვარული ბევრს ნიშნავს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" იჯარის წესით დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით. როცა "აიაქსში" წავედი, ბევრი შეტყობინება მივიღე, ისევე, როგორც გასულ დღეებში. მინდოდა ყველასთვის მადლობა გადამეხადა, რადგან მთელი ეს სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. 

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ "მეცის" მაისურს მოვირგებ და ამ გუნდის ფორმით, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მოედანზე გავალ", - თქვა 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა.

ქართველი ცენტრალური ფორვარდი "მეცმა" იჯარის წესით 2023/24 წლების სეზონის დასრულებამდე დაიმატა. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები გამოსყიდვის უფლებაზეც შეთანხმდნენ.

სხვა სტატიები