Belive

გიორგი მამარდაშვილმა ვარჯიში განაახლა

23 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარემ, გიორგი მამარადაშვილმა ვარჯიში განაახლა.

ლივერპულის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 25 წლის ქართველი მეკარე ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიშს შეუდგა.

გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ლივერპულურ დერბიში, ევერტონთან მატჩის დროს მიიღო, მან ოპერაცია გაიკეთა და ჭრილობის მოშუშების შემდეგ საქმეში დაბრუნდა.

ამ სეზონში, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები