Belive

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის TOP 5-ში მოხვდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-11 ტურის ხუთ საუკეთესოს შორის შეიყვანა.

ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (2:2) მამარდაშვილი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მისმა არაერთმა მოგერიებამ გუნდს ქულა მოუტანა, ახლა კი 23 წლის ქართველის ეფექტური თამაში ლა ლიგის მეკარეთა სათამაშო კვირის რჩეულ ხუთ მოგერიებას შორის, მეორე ადგილზე მოხვდა.

რაც შეეხება უშუალოდ "ვალენსიას", ღამურებს 11 ტურში დაგროვებული 15 ქულით მეცხრე პოზიცია უკავიათ და შემდეგ ტურში 5 ნოემბერს, "გრანადას" საშინაო კედლებში უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები