Belive

კარლსრუეს თავდამსხმელი: "ბუდუ საშიში და კარგი ფეხბურთელია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის შესანიშნავ ფორმაში შედის.

"წინა მატჩებში კარგი თამაშისა და შედეგების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ "ჰანოვერთან" "კარლსრუეს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა მატჩის დაწყებამდე თავისი გადაწყვეტილება განმარტა: "ბუდუ ამას იმსახურებს. ვიმედოვნებ, რომ მას შეუძლია აჩვენოს, რისი რესურსი აქვს არამხოლოდ სათადარიგო სკამიდან შემოსვლის დროს, არამედ მაშინაც, როცა სასტარტო შემადგენლობაში იქნება".

"კარლსრუეს" თავდამსხმელმა იგორ მატანოვიჩმა ზივზივაძის თამაში ასე აღწერა: "მე და ბუდუს ერთად საკმაო ხანია აღარ გვითამაშია. რა თქმა უნდა, ცოტა რთულია და დრო სჭირდება. ის კარგი, საშიში მოთამაშეა".

სტატისტიკოსებმა მის მიერ გოლის გატანის ოთხი მცდელობა დააფიქსირეს. მისი მაქსიმალური სიჩქარე: 30,8 კმ/სთ იყო, ბურთს 37-ჯერ შეეხოო და 20 ზუსტი პასი გააკეთა", - წერს ka-news.de-ი.

29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 2023/24 წლების სეზონში "კარლსრუეს" შემადგენლობაში 16 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები