Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის.

22 წლის ქართველი მეკარე, რომელმაც "ხეტაფესთან" - 0:1 წაგებულ მატჩში 2 პენალტის მოგერიება მოახერხა და "მატჩის მეფის" წოდებაც მოიპოვა, ამჯერად უკვე სათამაშო კვირის საუკეთესოობისთვის იბრძვის.

 

გიორგი მამარდაშვილმა 2023/24 წლების სეზონში "ვალენსიას" შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაუშვა და ერთხელ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

"ვალენსიას" ოთხ ტურში ორი გამარჯვება და 2 მარცხი აქვს და 6 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს ქართველი მეკარის გუნდი 16 სექტემბერს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები