Belive

Goal-მა ევრო 2024-სთვის საქართველოს ნაკრების პოტენციური განაცხადი გამოაქვეყნა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ევროპულმა მედია საშუალება Goal-მა საქართველოს ნაკრების შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

სტატიაში საუბარია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე და იმაზე, თუ რომელი ფეხბურთელები შეიძლება იყვნენ გამოძახებული ევრო 2024-ზე გერმანიაში გასამგზავრებლად.

Goal.com ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის განაცხადს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის ასე ვარაუდობს:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, საბა საზონოვი;

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი;

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი მიქაუტაძე;

სხვა სტატიები